კონსტრუქტივისტული მიდგომა

კონსტრუქტივისტული მიდგომა
აღიარებს ენის საზოგადოებრივ, სოციალურ ხასიათს. ამ მიდგომის მიხედვით, თვითონ საგნები არაფერს აღნიშნავენ: ჩვენ ვახდენთ მნიშვნელობის კონსტრუირებას რეპრეზენტაციული სისტემების – ცნებებისა და ნიშნების საშუალებით. აქ არ უნდა მოვახდინოთ მატერიალური სამყაროს აღრევა სიმბოლურ პრაქტიკასა და პროცესებთან. კონსტრუქტივისტები არ უარყოფენ მატერიალურ სამყაროს. უბრალოდ არა მატერიალური სამყაროს ატარებს მნიშვნელობას, არამედ ენობრივი სისტემა. სოციალური სუბიექტები იყენევენ თავიანთი კულტურის ცნებობრივ სისტემებს იმისათვის, რომ სამყარო გარკვეული მნიშვნელობის მატარებელი გახდეს და სხვებისთვისაც გასაგები იყოს ჩვენი ფიქრები და აზრები. სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორიის დამფუძნებლად ითვლება ფერდინანდ სოსური (1857 –1913). სოსურს თანამდედროვე ლინგვისტიკის მამად მიიჩნევენ. ენის მისეულმა მოდელმა საფუძველი ჩაუყარა სემიოტურ მიდგომას რეპრეზენტაციის პრობლემის მიმართ. სოსურისთვის ენა წარმოადგენს ნიშნების სისტემას. მან ნიშანი ორ მნიშვნელოვან ელემენტად დაყო: ფორმად (თვითონ სიტყვა, გამოსახულება, ფოტო, ა.შ) და იდეად ან ცნებად ჩვენს თავებში, რომელთანაც ეს ფორმა ასოცირდება.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Смотреть что такое "კონსტრუქტივისტული მიდგომა" в других словарях:

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»